კორონავირუსი

კიდევ სამ პაციენტს პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს, 24 საათში მეორე უნდა ჩაუტარდეთ

Interpressnews

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამ პაციენტს პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს. განმეორებითი ტესტი 24 საათში უნდა ჩატარდეს.

"ვნახოთ, დინამიკაში შემდეგ როგორ იქნება" - თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ საავადმყოფო დატოვეს.

კომენტარები