კორონავირუსი

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1,526 ადამიანი

2019-nCoV
niaid

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 18 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, დაავადებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. 27 მარტს ქვეყანაში კორონავირუსით 241 ადამიანი გარდაიცვალა, სულ დაიღუპა - 1,536 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში 2,465 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური 96,036 შემთხვევიდან 2,463 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს ერთი დღის წინ გადაუსწრო.

კომენტარები