არნოლდ შვარცნეგერი

არნოლდ შვარცნეგერმა საქველმოქმედო ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა

0 კომენტარი
ფოტო: Insider

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა საქველმოქმედო ორგანიზაციას Flexport ერთი მილიონი დოლარი გადაურიცხა. თანხა ექიმებისთვის სამედიცინო ხელთათმანების, ნიღბებისა და სხვა მოთხოვნადი ინვენტარის შეძენას მოხმარდება.

"სახლში ტახტზე წამოკოტრიალებისა და წუწუნის არასდროს მჯეროდა, მე მწამს რომ ყველამ თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს. ეს არის მარტივი გზა დაიცვა წინა ხაზზე და ჰოსპიტალებში მყოფი რეალური გმირები. საქმეში ჩემი წვლილის შეტანა მეამაყება. ერთი მილიონი დოლარი გადავრიცხე და იმედი მაქვს ვისაც შეგიძლიათ შეუერთდებით ამ ინიციატივას."

შვარცნეგერი აქტიურად ჩართულია ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. იგი რეგულარულად ავრცელებს ვიდეომიმართვებს, რომლებშიც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები