კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან უკვე 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე - StopCov.ge-ზე წერია. 

30 მარტის 22:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო სივრცეში 5 114 ადამიანია გადაყვანილი. 

საგანგებო მდგომარეობის პარალელურად დღეიდან ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული და 31 მარტიდან ამოქმედდება ე.წ კომენდანტის საათიც, რაც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გადაადგილებას ზღუდავს

ამ დრომდე საქართველოში საკარანტინო რეჟიმი ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებდა. 

კომენტარები