ბოლო 24 საათში ესპქნეთში ახალი კორონავირუსით 674 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ვირუსული ინფექციას 12 418 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 6023 ახალი შემთხვევა.
ესპანური მედიის "EL PAIS"-ის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს.
ესპანეთში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაცვენებელი 2 აპრილს დაფიქსირდა, 1 დღეში 950 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსუს გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში სულ 130 759 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 38 080 გამოჯანმრთელდა, 6 532 პირის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
5 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 1 212 941 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 253 552, ხოლო გარდაიცვალა 65 600 ადამიანი.