ბორის ჯონსონი

ჯონსონი: ჰოსპიტალში რუტინული ტესტისთვის წავედი, ისევ მაქვს სიმპტომები, თავს მხნედ ვგრძნობ

0 კომენტარი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელებში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კორონავირუსის სიმპტომების მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.

"გუშინ ღამე, ჩემი ექიმის რჩევით, წავედი საავადმყოფოში რუტინული ტესტებისთვის, რადგანაც კვლავ მაქვს კორონავირუსის სიმპტომები. თავს მხნედ ვგრძნობ და მაქვს კონტანქტი ჩემს გუნდთან, ვმუშაობთ რა ერთად ამ ვირუსთან საბრძოლველად და ყველას უსაფრთხოების დასაცავად," - ნათქვამია განცხადებაში.

ჯონსონი მადლობას უხდის ექიმებს მზრუნველობისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დარჩნენ სახლებში.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის ხუთი აპრილის საღამოს გადაიყვანეს. ახალი კორონავირუსი მას დაახლოებით ათი დღის წინ დაუდასტურდა. როგორც მის პრესსამსახურში ამბობენ, ჯონსონს კვლავ აწუხებს სიცხე, მისი საავადმყოფოში გადაყვანა კი პრევენციული ზომა იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები