ცნობილი ადამიანები თვითიზოლაციაში

როგორ ზრუნავენ მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე ცნობილი ადამიანები თვითიზოლაციაში

ტაბულა

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა სილამაზის სალონებისა და სტილისტების დახმარების გარეშე უწევთ. გამონაკლისი არც კინოს, მუსიკისა და ტელევიზიის ვარსკვლავები არიან.

ჯულია ლუის-დრეიფუსი

სერიალის Seinfeld ვარსკვლავი, მსახიობი ჯულია ლუის-დრეიფუსი თვითიზოლაციაში მაკიაჟის გაკეთების სირთულეებზე საუბრობს.

სტივენ კოლბერტი

საღამოს შოუს წამყვანი რობერტ დაუნი უმცროსის პაროდიას აკეთებს.

View this post on Instagram

cc: @disney @marvel @marvelstudios @robertdowneyjr

A post shared by Stephen Colbert (@stephenathome) on

მერაია ქერი

მომღერლის კარიერის დაწყებამდე მერაია ქერის სილამაზის სკოლის კურსები აქვს დამთავრებული. თვითიზოლაციაში მყოფმა ვარსკვლავმა შვილს თმა შეჭრა.

ბლეიკ შელტონი

ქანთრი მუსიკოსი 90-იანი წლების იერს დაუბრუნდა. სტილისტის როლი მისმა მეგობარმა გოგონამ გვენ სტეფანიმ შეასრულა.

Pink

მომღერალმა თავი გადაიპარსა და ახალ ვარცხნილობას ხუმრობით ალისა მილანოსეული უწოდა.

View this post on Instagram

Quarantine diaries

A post shared by P!NK (@pink) on

რიკი მარტინი

პუერტორიკოელმა მომღერალმა თმა შეიღება, ფერის შერჩევაში მას შვილი დაეხმარა. 

ბრიუს უილისი

თავად კერკეტ კაკალს თავის გარეგნობაში არაფერი შეუცვლია, თუმცა ქალიშვილს თავის გადაპარსვაში დაეხმარა.

View this post on Instagram

🤝

A post shared by tallulah (@buuski) on

 

 

კომენტარები