თბილისის მერიის მიერ დაარსებულმა შპს ეკოსერვის ჯგუფმა მის საკუთრებაში არსებული შადრევნების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 893 ათასი ლარია.
ჯგუფმა ტენდერი 7 აპრილს გამოაცხადა და წინადადების მიღების ბოლო ვადა 21 აპრილია. სამუშაოები თბილისში არსებული შადრევნების დაზიანებული ჰიდრო იზოლაციის, სანათების და ქანდაკებების რეაბილიტაციას გულისხმობს.