ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბორის ჯონსონი
Independent

დიდ ბრიტანეთის პრემიემრინისტრის, ბორის ჯონსონის, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. 

"პრემიერმინისტრი ძალიან კარგ წინსვლას აგრძელებს," - განაცხადა პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა.

ბორის ჯონსონმა, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია 27 მარტს დაუდასტურდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილება 9 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა. 

იქამდე, 10 დღის განმავლობაში, ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იყო და სახლიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს ბრიტანეთის პრემიერს ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ დასჭირვებია. 10 აპრილს, ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ, ბორის ჯონსონმა პირველად გაიარა - მას პერიოდულად შესვენებით მცირე მანძილზე გადაადგილება შეუძლია.

კომენტარები