კორონავირუსი

რუსეთის ზოგ რეგიონში, WHO-ს რეკომენდაციის მიუხედავად, Covid-19-ის გამო გეგმიური იმუნიზაცია შეაჩერეს

Meduza-ს მიხედვით, რუსეთის რამდენიმე რეგიონში გეგმიური იმუნიზაციის პროგრამები ფედერალური მთავრობის რეკომენდაციის გამო შეაჩერეს. მიუხედავად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სხვათა მიერ გავრცელებული გაფრთხილებისა, რომ ვაქცინაცია კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გეგმიური ვაქცინაცია კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგ განაახლოს.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (Роспотребнадзор) 2020 წლის 25 მარტს გამოსცა წერილი, რომელშიც მხარს უჭერს ზრდასრულებში გეგმიური იმუნიზაციის დროებით შეჩერებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებამდე.

ამის შემდეგ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მედიაში გაავრცელა შემდეგი გზავნილი:

"ბავშვთა და ზრდასრულთა გეგმიური იმუნიზაცია დროებით შეჩერებულია. ახალი პოლიტიკა ძალაში დარჩება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებამდე. გაგრძელდება ახალშობილთა იმუნიზაცია."

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში იმუნიზაციის პროცედურა არ აუკრძალავთ, მოსახლეობა სოციალურ მედიაში წერს, რომ მათ საჯარო და კერძო კლინიკებში აცრის გაკეთებაზე უარი უთხრეს.

რუსეთის პედიატრთა გაერთიანებამ და ინფექციების კონტროლის ეროვნულმა ასოციაციამ გეგმიური იმუნიზაციის გადადება გააკრიტიკეს.

პარალელურად კი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა თქვა, რომ ზამთარში აშშ-ს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პანდემია, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა. რედფილდი ამბობს, რომ უნდა დაარწმუნონ ამერიკელები, რათა მათ სეზონური გრიპის აცრები ჩაიტარონ.

"სეზონური გრიპის აცრა მოგვცემს საავამდყოფოებში მეტი თავისუფალი ადგილის ქონის საშუალებას, იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენი დედა ან ბებია კორონავირუსით დაავადდა", - თქვა მან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში აუცილებელია მოსახლეობამ გეგმიური ვანქცინაცია გააგრძელოს და მათი შეწყვეტა ისეთი დაავადებების ხელახლა გავრცელების რისკს ზრდის, რომლებიც იმუნიზაციის მეშვეობით ამჟამად კონტროლდება. ევროპაში ორგანიზაციამ გამოსცა პანდემიის დროს იმუნიზაციის თაობაზე რეკომენდაციები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს აცრა ისე, რომ მოსახლეობისათვის რისკები მინიმალური იყოს.

ამჟმად რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების 57,999 შემთხვევა დადასტურდა. დაიღუპა 513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4,420.

კომენტარები