სააკაშვილი უკრაინაში

ბოკერია: უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე საუბარი მავნებლობაა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ

ტაბულა

"ნებისმიერი საუბარი ივანიშვილის მთავრობიდან, საუბარიც კი, უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე ან რაიმე მიახლოებულ დიპლომატიურ ნაბიჯზე, არის პირდაპირი მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. არ შეიძლება პოლიტიკურ, ან პერსონალურ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადააყოლო.", - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიას შეფასებით, უკრაინის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ უნდა იქცეს არანაირ საკითხად და თემად საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, - "რადგან, ამან შეიძლება ავნოს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას".

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის უკრინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო, მმართველმა გუნდა უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვია. ამას არ ადასტურებს პრემიერმინისტრი. თუმცა, როგორც გიორგი გახარია ამბობს, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნა, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

ქართული ოცნების დეპუტატის, რატი იონათამიშვილი, თქმით კი, ის "არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის კავშირი ძალიან ძვირფასია".

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

კომენტარები