კორონავირუსი

ფაუჩი: თითქმის დარწმუნებული ვარ, Covid-19 შემოდგომაზე დაბრუნდება ან არც წავა

ენტონი ფაუჩი

28 აპრილს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შემოდგომაზე დაბრუნება, ან საერთოდ არც წავა.

"მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის დაბრუნება", - თქვა მან.  ფაუჩიმ ეს იმით ახსნა, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან გადამდებია და გლობალურად გავრცელებულია.

მისი განმარტებით, ყველა ასეთი ვირუსისთვის ცივი და მშრალი კლიმატი, როდესაც ადამიანები დახურულ შენობაში არიან შეკრებილნი, უკეთესი გარემოა, ვიდრე უფრო თბილი კლიმატი. თუმცა, მან არ იცის კორონავირუსის შემთხვევაში ეს დიდ ცვლილებას მოიტანს თუ არა:

"რაც ახლა ვიცით არის ის, რომ როდესაც ჩვენთან სტაბილიზაცია იწყება, აფრიკის სამხრეთით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამხრეთ აფრიკაში კვაზულუ-ნატალი, კეიპთაუნი და სხვა, ვირუსის შემთხვევები იზრდება".

სწორედ ამიტომ, მისი აზრით, კორონავირუსი პლანეტიდან არ გაუჩინარდება - "ჩემი აზრით გარდაუვლად დაბრუნება ვირუსი, ან ის საერთოდ არც წავა. როცა ის [დაბრუნდება], ის თუ როგორ გავუმკლავდებით მას, ეს ჩვენს ბედს განსაზღვრავს".

ფაუჩის განცხადებით, თუ კორონავირუსის დაბრუნებამდე ყველა საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიებები დანერგილი ექნებათ, ელის, რომ თავს კარგად გაართმევენწინააღმდეგ შემთვევაში კი "ცუდი შემოდგომა და ცუდი ზამთარია" წინ.

ფაუჩიმ მარტში თქვა, რომ Covid-19-ის მიერ გამოწვეული დაავადება, შესაძლოა, სეზონური ავადმყოფობა გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალი კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება და ის სხვა გრიპის ვირუსების მსგავსად, სეზონური იქნება.

კომენტარები