საგანგებო მდგომარეობა

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 86, დისტანციის დაუცველობისთვის - 17 მოქალაქე დააჯარიმეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 105 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, 1 მაისის 21 საათიდან 2 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 2 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 17 მოქალაქე დააჯარიმეს.

21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები