star wars

რობერტ როდრიგესი მანდალორიელის ეპიზოდს გადაიღებს

Deadline

რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა Star Wars-ის სამყაროში შეაბიჯა.

დესპერადოს შემქმნელმა სოციალურ ქსელში ჩვილ იოდასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს ახალი ინფორმაცია გაუზიარა.

"მოკრძალებით მინდა მოგახსენოთ, რომ სამყაროს უდიდესი ვარსკვლავის გადაღების პატივი მხვდა."

როდრიგესის გარდა ახალი სეზონის ეპიზოდებზე Ant-Man-ის რეჟისორი პეიტონ რიდი იმუშავებს.

მანდალორიელის ახალი სეზონი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა, შოურანერი უცვლელად ჯონ ფავროა.

კომენტარები