გერმანიის ბუნდესლიგა

16 მაისიდან Bundesliga აღდგება

გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, Bundesliga-ს მატჩები 16 მაისიდან აღდგება დახურულ კარს მიღმა.

ყველა თამაში მაყურებლების გარეშე გაიმართება. სტადიონზე თამაშისას დაახლოებით 300 ადამიანი იქნება ფეხბურთელების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენლების ჩათვლით.

გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის თანახმად, ფეხბურთელებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. მათ, ისევე, როგორც მსაჯებსა და სამწვრთნელო პერსონალს სამედიცინო და ჰიგიენური რეგულაციები შეეხებათ.

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 13 მარტის შემდეგ იყო შემწყდარი. გუნდებმა ვარჯიში შუა აპრილიდან განაახლეს და ფეხბურთელები ჯგუფურადაც ვარჯიშობდნენ.

Bundesliga ევროპაში პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი იქნება, რომელიც მიმდინარე სეზონს განაახლებს. საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის სეზონი სამთავრობო რეგულაციების გამო ვეღარ განახლდება, ევროპის დანარჩენი სამი წამყვანი ჩემპიონატის ბედი ჯერ უცნობია.

 

კომენტარები