ტაივანი - ჩინეთი

ჩინეთი ტაივანისადმი აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერას აპროტესტებს

0 კომენტარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩინეთის დესპანმა, ჩენ სუმ, ჯანმო-ს მინისტერიალის ასამბლეის მიმდინარეობისას ტაივანისადმი აშშ-ის და სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგმო. 

ის დასავლური დემოკრატიების მიერ ტაივანის მხარდაჭერას "გლობალური ანტიეპიდემიური ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრად" თვლის.

"ასეთი საქციელი მიუღებელია," - აცხადებს სუ ტაივანისადმი აშშ-ის მხარდაჭერაზე.

9 მაისს აშშ-ის სენატორებმა 60 ქვეყანას მოუწოდეს, რომ ტაივანს ჯანმო-ში მხარი დაუჭირონ.

აშშ-ის, ბრიტრანეთის, გერმანიის, ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სხვა არაერთი სახელმწიფოს მცდელობის მიუხედავად, ტაივანმა მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეაში მონაწილეობა ვერ მიიღო. 

ტაივანი თვლის, რომ პანდემიის მიმდინარეობისას, ჯანმო-ს შეხვედრებში მონაწილეობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩინეთის წნეხის გამო, ტაივანს არაერთი საერთაშორისო ორგანოში ბლოკავენ, რადგან ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად მიიჩნევს.

ტაივანმა განაცხადა, რომ გლობალურ ორგანიზაციებში მონაწილეობის მისაღებად აქტიურად იმუშავებს. 

ჩინეთის განცხადებით, ტაივანის ჯანმო-ს შეხვედრებში არმონაწილეობის მიზეზი არის ის, რომ მმართველი დემოკრატიულ პროგრესული პარტია უარს აცხადებს კუნძულის ჩინეთის ნაწილად აღიარებაზე.

პეკინი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში 1997 წლიდან არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. გასულ წლებში ამ სისტემის არაეფექტურობა ჰონგ-კონგში ნათლად გამოჩნდა, სადაც ჩინეთის გავლენა და წნეხი გაზრდილია, ხოლო ამის საპირისპიროდ ჰონგ-კონგში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს უკვე თითქმის ერთი წელია ძალადობრივად არბევენ. ამავდროულად, ჩინეთი საჭიროების შემთვევაში ტაივანის ასაღებად ასევე არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთი ტაივანს უფლებას აძლევდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანში პროპეკინური გომინდანის მმართველობა შეიცვალა და პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი გახდა, ჩინეთმა ჯანმო-ში ტაივანი დაბლოკა.

ტაივანმა აპრილში 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-სთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ტაივანი ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე არც ჩინეთის და არც ჯანმო-ს ინფრომაციას ენდო და 31 დეკმებრს ვუხანიდან ჩამომსვლელების სკრინინგი დაიწყო. ჯანმო-ს უგულვებელყოფის მიუხედავად, ტაივანი ახალი კორონავირუსის მართვაში ლიდერია.

გასულ თვეს აშშ-მა ჯანმო-ს დაფინასნება შეუწყვიტა. 19 მაისს ტრამპმა WHO-ს დირექტორს წერილი მისწერა და დაფინანსების სამუდამოდ შეჩერებით დაემუქრა.

ახალი კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები