კორონავირუსი

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა შსს-ს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

შსს

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.  

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1120 ერთჯერადი თეთრი დამცავი სამოსი და 90 ცალი IR თერმომეტრი გადასცა.

შსს-ს ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის შტატიდან, მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ.  

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით", - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები