აშშ

ტრამპი: Covid-19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას არ ჩავკეტავთ 

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, ქვეყანა არ ჩაიკეტება.

"ჩვენ არ ვკეტავთ ჩვენ ქვეყანას," - განაცხადა მან.

შესაძლო მეორე ტალღაზე საუბრიას, Ford-ის ქარხანაში ტრამპმა ასევე თქვა:

"ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს... იქნება ეს ნაკვერჩხალი თუ ალი, ჩვენ ამას ჩავაქრობთ. ქვეყანას არ ჩავკეტავთ."

აშშ-ის ყველა შტატმა ზომების გარკვეულწილად შემსუბუქება უკვე დაიწყო, მათ შორის ნიუ-იორკმაც.

16 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, იქნება თუ, არა ვაქცინა, აშშ გაიხსნება:

"არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ ყველაფერი ვაქცინაზეა დამოკიდებული. ვაქცინით თუ მის გარეშე, ჩვენ დავბრუნდით და ვიწყებთ პროცესს. ხშირ შემთხვევაში ვაქცინა არ არსებობს და ვირუსი ან გრიპი გვემართება, თუმცა ვებრძვით მას. სხვა დაავადებებისთვისაც არ ყოფილა ვაქცინა, თუმცა დავამარცხეთ."

9 მაისს უმუშევრობის მაჩვენებელი მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში 14,7%-ს გაუტოლდა, რაც 1930-იანი წლების დიდი ეკონომიკური დეპრესიის შემდეგ ყველაზე მაღალია.  

28 აპრილს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შემოდგომაზე დაბრუნება, ან საერთოდ არც წავა.

22 აპრილს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა თქვა, რომ ზამთარში აშშ-ს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პანდემია, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა.

22 მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 1 621 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 96 359 პაციენტი გარდაიცვალა. 382 244 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ვირუსის გამოსავლენად 13 479 242 ტესტი ჩაატარეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები