კორონავირუსი

აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებული ბოლო 2 პაციენტიც გამოჯანმრთელდა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 2 პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბრიფინგზე თქვა. 

"რეგიონში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებული და ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი.

მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები