ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი: ფიზიკურად გამისწორდა, მამამისი კი რაღაც საგნით გამომეკიდა

0 კომენტარი
ფოტო: youtube

ოჯახში ძალადობის საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი, რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი არ იცის და მომხდარს ქონებრივ დავასთან კავშირი არ აქვს. 

"დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი, დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ, თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება....ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად, ძალადობას ჰქონდა ადგილი, ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი", - ამბობს დოროყაშვილი

მისივე თქმით, კონფლიქტში ჩაერია ბასილაშვილის მამაც, რომელიც მას დიდტარიანი საგნით გამოეკიდა. 

"არ ვიცი რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის რომ ეს იყო გიტარა, მე ვერ ვადასტურებ რა იყო. მე მეგონა, იყო ნაჯახი... არც მახსოვს ნორმალურად, გამოვიქეცი და მანქანაში ჩავჯექი. ვერ ვიხსენებ კონკრეტულ დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი იყო, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა",- ამბობს დოროყაშვილი.  

საქართველოს პირველი ჩოგანი 22 მაისს დააკავეს. სასამართლო დღეს, 24 მაისს, გაიმართა და ბასილაშვილი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.  

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები