პრეზიდენტის ინტერვიუ

ზურაბიშვილი: კრიზისმა, შესაძლოა, რუსეთი უფრო აგრესიული გახადოს

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: UN

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ნავთობის ფასის ვარდნამ გამოიწვია, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში აგრესია განაახლოს.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ისტორიულად, როდესაც რუსეთს შიდა პრობლემები აქვს, ის ცდილობს, რომ ყურადღება გარე აგრესიაზე გადაიტანოს, ნაცვლად იმისა, რომ გადახედოს თავის ურთიერთობებს მეზობლებთან და უფრო თანამშრომლობითი გახადოს ის. 

"პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა... და, შესაძლოა, პოლიტიკურმა სიტუაციამაც, ამ ყველაფერმა, შესაძლოა, რუსეთი უფრო აგრესიული გახადოს, რათა მან ქვეყნის გარეთ მოპოვებული წარმატების დემონსტრირება მოახდინოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და რომ იქნებ კრიზისი რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენებს, რომ მათ სხვა გზა გამოძებნონ პრობლემების გადასაჭრელად", - თქვა ზურაბიშვილმა ინტერვიუში. 

ზურაბიშვილმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ იმედგაცრუებულია კრემლის გადაწყვეტილებით, რომელმაც უარი თქვა საქართველოს შეთავაზებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

"ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, ისე დავხმარებოდით მათ, როგორც შეგვეძლო", - თქვა პრეზიდენტმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები