EBRD

EBRD საქართველოში 90 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს დააფინანსებს

Getty Images

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში 90 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს დააფინანსებს.

საუბარია ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც მოიცავს სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმება უკვე შედგა, რომლის თანახმადაც, ივნისში ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, შემდეგ კი პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

კომენტარები