კორონავირუსი საფრანგეთში

მარიონ კოტიარი და გიომ კანე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

Web24

ფრანგი მსახიობები მარიონ კოტიარი და გიომ კანე ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. 

ვარსკვლავურ წყვილს ავად ყოფნის პერიოდში ვირუსის შესახებ საერთოდ არ უსაუბრია. უკანასკნელ ინტერვიუში მათ ახსენეს, რომ კორონავირუსი ჰქონდათ და უკვე გამოჯანმრთელდნენ. მსახიობების განცხადებით დაავადება მარტივად, გართულებების გარეშე გადაიტანეს.

მსახიობები საკარანტინო პირობების შემსუბუქებას ელოდებიან. ორივე მათგანმა სხვადასხვა კინოპროექტებზე მუშაობა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეწყვიტა.

კომენტარები