თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი: აფეთქებას კიდევ ერთი გაქირავებული სახლი გადაურჩა

თბილისი ენერჯი

გაზის გამანაწილებელი კომპანია თბილისი ენერჯის ცნობით, თბილისში აფეთქებას კიდევ ერთი გაქირავებული სახლი გადაურჩა.

კომპანიის ცნობით, სპეციალისტებმა მაყაშვილის ქუჩაზე, ე.წ იტალიურ ეზოში გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა.

აფეთქების შემტხვევაში საფრთხე მომიჯნავე შენონიბებს და იქ მცხოვრებლებსაც შეექმნებოდა.

ბინა გაქირავებული იყო, მცხოვრებლები კი ამ მომენტისთვის ქალაქიდან გასულები იყვნენ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით, რომელიც გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნებს ეხება, საცხოვრებელ სახლებში გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია ბინის მეპატრონე.

თბილისი ენერჯი მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, მაქსიმალურად დაიცვან გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები, რათა საფრთხე არ შეუქმნან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს.

"არ მოიხმაროთ კუსტარულად დამონტაჟებული ნებისმიერი ტიპის წყლის გამაცხელებელი (ე.წ. კალონკა) და გაზის გამათბობელი. ყველა დანადგარი უნდა იყოს სპეციალისტის მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული.

თბილისი ენერჯი ცხელ ხაზზე 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ასევე ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეგიძლიათ ონლაინ - www.te.ge ან „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები