არჩევნები 2020

უგულავა: ოცნება არჩევნებს ვერ მოიპარავს თუ ოპოზიციას I ტურში 7-8 გამარჯვებული ეყოლება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევა საზოგადოების დაკვეთაა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია კოორდინირებულად არ იმოქმედებს, ქართულ ოცნებას ხმების მიტაცების და ძალაუფლების გაძლიერების შესაძლებლობა აქვს. 

"73 მაჟორიტარი იქნება თუ 30, აუცილებელი იყო და არის კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის. მნიშვნელოვანია მაქსიმალური თანამშრომლობა იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ გაიყოს და პირველივე ტურში დაფიქსირდეს ძალიან ბევრი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება იმისთვის, რომ მეორე ტურში ივანიშვილს მანიპულაციის და მამაძაღლობის სურვილიც კი გაუქრეს" - ამბობს უგულავა და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია.

ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა მადლობა ყველა პარტიას და პირადად პირადად ნიკა მელიასაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე "თავიდანვე ერთერთი მედროშე იყო ერთიანი მაჟორიტარული წარდგინებისა". მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე არსებობს, მაგრამ "ის, რომ ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მაჟორიტარებით ძალაუფლების მოპარვის საშუალება, ეს ორჯერ ორი ოთხია".

კითხვაზე, რამდენი მაჟორიტარი უნდა თბილისში ევროპულ საქართველოს, გიგი უგულავა პასუხობს, რომ "ეს არ არის ნდომების საკითხი".

"ჩვენ დავსხდებით, შევჯერდებით და წარმოვადგენთ მაქსიმალურად მრავალფეროვან სურათს, [ჩვენი მიზანია] რომ მაქსიმალური წარმომადგენლობა იყოს სხვადასხვა პარტიის მხრიდან... ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ ყველაზე გვიან 20 ივნისს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იხილოს და იცოდეს, ვინ იქნებიან თბილისში შეჯერებული კანდიდატები. თითოეულ კანდიდატს ბევრმა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი, მათმა ამომრჩეველმაც, შესაბამისად, რაც უფრო მალე მოხდება შეჯერება კანდიდატებზე და წარდგენა, მით უკეთესია საერთო საქმისთვის" - აღნიშნა უგულავამ და დასძინა - "ერთი რამე შემიძლია ვთქვა - მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები, სხვა ყველაფერი კონსულტაციით გადაწყდება".

რაც შეეხება რეგიონებს, გიგი უგულავას თქმით, მას შემდეგ რაც ოპოზიცია თბილისის კანდიდატებზე შეჯერდება, კონსულტაციების გაგრძელება იქნება აუცილებელი.

"რომ შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებში, როგორიც არის რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი. აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, დაფიქსირდეს, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის უარი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, 28 ოქტომბერს დიდ ქალაქებში, მათ შორის მაჟორიტარულ ნაწილში, ქართული ოცნება დამარცხდეს. ეს შესაძლებელია კოორდინაციით, იმდენად რამდენადაც, თქვენ იცით, რომ მაგალითად წინა არჩევნებში რუსთავსა და თელავში ორივე ტური წააგო ქართულმა ოცნებამ.

ამიტომ ჩვენი ტაქტიკა არის ასეთი - არჩევნებს ივანიშვილი ვერ მოიპარავს თუ ოპოზიციას პირველ ტურში 7-8 გამარჯვებული მაჟორიტარი ეყოლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება" - აღნიშნა უგულავამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები