აშშ

კოლინ პაუელი: მხარს ბაიდენს დავუჭერ, ტრამპი არ არის ეფექტური პრეზიდენტი, გამუდმებით იტყუება

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს დაუჭერს.

თავად პაუელი რესპუბლკელი პოლიტიკოსია.

CNN-თან ინტერვიუში მან თქვა:

"ჩემი ხედვები ძალიან ახლოს დგას ჯო ბაიდენთან როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მე მასთან ერთად 35, 40 წელი ვმუშაობდი.ახლა ის კანდიდატია და მე მას ხმას მივცემ".

თუმცა, პაუელი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს იყო, დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ რამე სახის კამპანიაში ჩართვას ჯერჯერობით არ გეგმავს.

"კამპანიაში მონაწილეობა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. მე ვისაუბრებ მის სასარგებლოდ, მაგრამ კამპანიაში რამე ფორმით მონაწილეობას არ მივიღებ".

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, კოლინ პაუელი ფიქრობს, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მსოფლიოს თვალში აშშ-ის სახე დაამდაბლა.

"ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, ჩვენ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია, პრეზიდენტი კი მას ჩამოშორდა. ტრამპი არ არის ეფექტური პრეზიდენტი, ის გამუდმებით იტყუება ", - ამბობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

პაუელი დემოკრატ კანდიდატს ტრამპის წინააღმდეგ მხარს 2016 წელსაც უჭერდა - ის ჰილარი კლინტონის მომხრე იყო.

კომენტარები