აშშ - უკრაინა

აშშ უკრაინას რუსეთის შესაკავებლად 250 მილიონს გამოუყოფს

unian.info

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით თანხები დამატებითი ტრენინგებისთვის, აღჭურვილობისა და უკრაინის უსაფრთხოების ძალებისთვის კონსულტაციისთვის გამოიყოფა, რათა ამით რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ფისკალური სახსრები "რუსული აგრესიის" შესაკავებლად გაიგზავნება.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის ხანგრძლივ ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციის წინა ხაზზე მყოფ კრიტიკულ პარტნიორთან". – წერს პენტაგონი.

დეკემბრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანატოლი პეტრენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სთან ჯაველინების სისტემების მიღებაზე ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა.

2020 წლის 28 და 29 იანვარს აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს.

უკვე მეშვიდე წელია, დონბასის რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები