კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთი შენგენის ზონის ქვეყნებისთვის საზღვრებს 21 ივნისიდან გახსნის

Getty Images

ესპანეთი შენგენის ზონის ქვეყნებისთვის საზღვრებს 21 ივნისიდან გახსნის. გამონაკლისი იქნება პორტუგალია, რომელიც საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის.

ესპანეთის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთმა "El Pais"-მა და რადიო "Ser"-მა გაავრცელეს.

ამ დრომდე, ესპანეთის მთავრობა ამბობდა, რომ ქვეყანა ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებდა და მათ კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევდათ.

ესპანეთმა ახალი კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება 16 მარტს მიიღო.

14 ივნისის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 290 685 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაცვლილია 27 136 ადამიანი.

კომენტარები