უბედური შემთხვევა

ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ქუთაისში, მდინარე რიონში, კაცის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ქუთაისში, მდინარე რიონში, მყვინთავებმა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, 3 მყვინთავი და 2 გასაბერი ნავი იყო ჩართული. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გუშინ, 6 ივლისს ჩაერთო. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცის პირადი ნივთები მდინარე რიონის პირას იპოვეს.

კომენტარები