ხანძარი წინანდლის რედისონში

წინანდლის რედისონში ხანძარი ლოკალიზებულია

ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის წინანდლის სასტუმროში ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც დაუყოვნებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალისა და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა" – ვკითხულობთ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წერს, რომ წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს და მობილიზებულია 6 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

წინანდლის რედისონში ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ ინფორმაციას წინანდლის მამული ავრცელებს.

თვითმხილველებმა წინანდლის რედისონში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით სამი საათის წინ შენიშნეს.

კომენტარები