ფრენები

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდეგ საქართველოში 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 

ეს ეხება ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანასაც, რომელსაც საქართველო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უპირობოდ უხსნის საზღვრებს. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია. 

"რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა და ახლავე მოვუწოდებთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნისთვის – გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ლიტვასთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

კომენტარები