აშშ-საქართველო

კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა აქტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს დახმარება შეუმცირდეს

0 კომენტარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი 2021 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ.

ამ კანონპროექტით ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა საერთაშორისო პროგრამები.

სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს "სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით".

შემდგომში სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება, მოაკლებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს.

7 ივლისს ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა კუჭავამ დეზინფორმაცია უწოდა იმას, რომ აშშ საქართველოს დახმარებას შეუმცირებს.

"ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე". - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები