ჯოს უიდონი

პროდიუსერი ჯოს უიდონი კიდევ ორმა ადამიანმა შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

0 კომენტარი
ფოტო: Film Daily

რეჟისორისა და პროდიუსერის, ჯოს უიდონის, წინააღმდეგ კიდევ ორმა ადამიანმა გაილაშქრა. კასკადიორები ჯეფ პრუიტი და სოფი კროუფორდი Buffy the Vampire Slayer-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ინციდენტებს იხსენებენ.

"მე და ჯოსს კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ სერიალის პოპულარობასთან ერთად მისი ხასიათი და დამოკიდებულებაც შეიცვალა. მოკრძალებული ავტორი, რომელიც მძაფრსიუჟეტიანი სცენების გადაღებისას ჩემს აზრს ითვალისწინებდა, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ამპარტავან ეგოისტად გადაიქცა. შესაძლოა, ყოველთვის ასეთი იყო და უბრალოდ ვერ ვამჩნევდი. იმ პერიოდში მე და სოფი კროუფორდი ერთმანეთს ვხვდებოდით. მეოთხე სეზონის შემდეგ პროექტის დატოვება გადავწყვიტეთ, რაც უიდონმა ზურგში დანის ჩარტყმად მიიღო. უკან დაბრუნება იმ პირობით შემოგვთავაზა, თუ ჩვენს ურთიერთობას დავასრულებდით, წინადადება ამაზრზენი იყო და უარი ვთქვით. პასუხად უიდონმა გამოგვიცხადა, რომ ჩვენთან არავინ აღარასდროს იმუშავებდა ჰოლივუდში. ვერ გეტყვით, რეალური იყო თუ არა მისი მუქარა, მაგრამ რამდენიმე პროექტში მუშაობაზე დაუსაბუთებელი უარი გვითხრეს". – იხსენებს პრუიტი.

ბოლო პერიოდში უიდონი არაპროფესიონალიზმსა და შეურაცხყმყოფელ დამოკიდებულებაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს. 1 ივლისს სამართლიანობის ლიგაში საიბორგის როლის შემსრულებელმა რეი ფიშერმა გადასაღებ მოედანზე პროდიუსერის ქცევას ამაზრზენი და შეუფერებელი უწოდა. ფიშერმა უიდონის მხილებისთვის კასკადიორებს მადლობა გადაუხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები