ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბოლო ერთ კვირაში 63 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 7-ის წყარო უცნობია

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 7-ის წყარო უცნობია. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.

გამყრელიძის განმარტებით, ბოლო დროს დადასტურებულ შემთხვევათა უმეტესობა, 24 შემთვევა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღირიცხა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა 2% სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია და დღეიდან, 21 ივლისიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები