კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან, 3 შემოტანილია, 2-ის კონტაქტების კვლევა კი მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, სამი შემოტანილია, მათგან ორი  სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორისა კი კონტაქტების მოძიება და წყაროს დადგენა აქამდე მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს და ამ დროისთვის, მკურნალობას განაგრძობს 42 კოვიდინფიცირებული. 

"დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი, სატვირთოს მძღოლი, გამოჯანმრთელებული დღე-ღამის განმავლობაში არ გვყოლია. გვაქვს 42 დადასტურებული შემთხვევა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა. მძიმე ავადმყოფები არ გვყავს". - ამბობს ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 160 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 935 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

კომენტარები