აფეთქება ლიბანში

ლიბანში აფეთქების შედეგად 27-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 500 დაშავდა

0 კომენტარი

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბეირუთში აფეთქების შედეგად 27-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2 500 დაშავდა.

ლიბანის უშიშროების დაცვის გენერალ-მაიორ აბას იბრაჰიმის თქმით, მასშტაბური აფეთქება გამოიწვია კონფისკებულმა ასაფეთქებელმა მასალებმა.

"გულუბრყვილო იქნებოდა ამ აფეთქების მიზეზად ფოიერვერკები დაგვესახელებინა," – თქვა მან.

ლიბანური ტელევიზია Al Mayadeen ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიბანის საბაჟოს გენერალური დირექტორის თქმით, ტონობით ნიტრატი აფეთქდა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუონმა ქვეყნის თავდაცვის უმაღლეს საბჭოსთან საგანგებო შეხვედრის გამართვა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ, სავარაუდოდ, მოხდა ზედიზედ ორი აფეთქება. შესაძლო მეორე აფეთქების ადგილად ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად 2005 წლის 14 თებერვალს ლიბანელი პარლამენტარის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე სასამართლო. ვერდიქტი გაეროს ტრიბუნალმა პარასკევს უნდა გამოაცხადოს. ბრალდებულები ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას წევრები არიან. მათ დაუსწრებლად გაასამართლებენ. მკვლელობასთან დაკავშირებული მეხუთე პირი, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური მუსტაფა ამინე ბადრედინი სირიაში 2016 წელს მოკლეს. ჰეზბოლა ოპოზიციონერ პარლამენტარზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჰარირი ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსი იყო და ლიბანიდან სირიის ძალების გაყვანას ითხოვდა. მის მკვლელობას მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის პროსირიული მთავრობის წინააღმდეგ. ორ კვირაში მთავრობა გადადგა და სირიამ ძალები გაიყვანა.

2016 წელს ლიბანის პრემიერმინისტრი გახდა რაფიკ ჰარირის შვილი, საად ჰარირი. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მკვლელობაც იგეგმებოდა. საბოლოოდ, საად ჰარირი თანამდებობიდან გასულ წელს ლიბანში დაწყებული მასშტაბური გამოსვლების შემდეგ გადადგა. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგაც ლიბანში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და აქციები კვლავ იმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები