თვითდასაქმებულების დახმარება

უგულავა თვითდასაქმებულების დახმარებაზე: გახარიას ვითომ წყალობა ფარისევლობა და ტყუილია

რადიო თავისუფლება

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 80 000 თვითდასაქმებული, რომლებმაც კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, დახმარებას მიიღებს.

"ქართულმა ოცნებამ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს - თუ გინდათ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი 1 წლის მანძილზე როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გავაგრძელოთ, მანამ არ გადავირჩევთ.  

ეს მთავრობა სხვაზე არ რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი - იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს. არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, ყვავს კაკალი გააგდებინეთ პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია". – ამბობს უგულავა.   

პრემიერი ამტკიცებს, რომ დაანონსებული დახმარება არჩევნებს არ უკავშირდება და, მისივე სიტყვებით, მათი გაცემის დაანონსება იჩქარეს, არჩევნებს რომ არ დაკავშირებოდა.

რას ჰპირდება პრემიერმინისტრი გახარია მოსახლეობას არჩევნებამდე სამი თვით ადრე - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები