კორონავირუსი აჭარაში

ქობულეთის კაფე ჰავანაში მომუშავე კიდევ ორ პირს Covid-19 დაუდასტურდა

ნანა ეფაძე
Ajara TV/Screenshot

ქობულეთის კაფე ჰავანაში მომუშავე კიდევ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"გამოვლინდა სულ 4 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 2 გახლავთ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხოლო 2 უკავშირდება ქობულეთის უკვე გამოვლენილი შემთხვევის  კონტაქტი გახლავთ." – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ორი ახალი შემთხვევა ჰავანას თანამშრომელია თუ არა, ის პასუხობს:

"დიახ, ჰავანას თანამშრომელი გახლდათ. მდგომარეობა არის მსუბუქი და ასაკი, ისინი ყველანი არიან 30 წლამდე. სულ 54 პირი გვყავს გადაყვანილი საკარანტინე სივრცეში, დამატებით იქნა საანალიზე ნიმუშები აღებული, დაახლოებით, 25 ნიმუში იყო პსრ კვლევისთვის გაგზავნილი ლაბორატორიაში".

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქობულეთის ერთერთ კაფეში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე ჰავანა და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ამ კაფეს ვიზიტორი, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს". – ამბობს იმნაძე

დღეს, 16 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები