ავარია შატილის გზაზე

ავტოკატასტროფა შატილის გზაზე - საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულებას დღეს ხელი მოაწერა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

კომენტარები