ავარია შატილის გზაზე

ჰარცელი: ევროკავშირის დროშა დაშვებულია - ვგლოვობთ მათ, ვინც შატილის გზაზე დაიღუპა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი წერს, რომ ევროკავშირის დროშა დღეს, 25 აგვისტოს, დაშვებულია. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

"დღეს ევროკავშირის დროშა დაშვებულია - ჩვენ ვგლოვობთ მათ, ვინც გასულ კვირას შატილის გზაზე დაიღუპა.  

თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ." – წერს ჰარცელი. 

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. 

კომენტარები