საფრანგეთი

ფრანგი ჯარისკაცი რუსეთისათვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთის არმიის ჯარისკაცი, რომელიც იტალიაში ნატოს სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, რუსეთისათვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთის მთავრობაში ადასტურებენ, რომ დაკავებულია მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი და მიმდინარეობს გამოძიება.

მას ბრალად ედება უცხო ძალისათვის ინფორმაციის მიწოდება, რაც ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას და ქვეყნის ინტერესებს.

Europe 1-ის ინფორმაციით, დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკია და იტალიაში რუსეთის დაზვერვის აგენტთან ერთად შენიშნეს.

კომენტარები