ბულგარეთი

ბულგარეთში ათასობით მომიტინგემ ანტისამთავრობო აქცია გამართა

0 კომენტარი

2 სექტემბერს ბულგარეთში, სოფიაში პრემიერმინისტრ ბოიკო ბორისოვის გადადგომის მოთხოვნით ათასობით მოქალაქე შეიკრიბა პარლამენტის წინ. ეს 2 თვის განმავლობაში ერთერთი ყველაზე დიდი ანსტისამთავრობო აქციაა. 

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე მათგანი დააკავა. მომიტინგეებმა პოლიციელებს, რომლებიც პარლამენტს იცავდნენ, დაუშინეს კვერცხები, ვაშლები და ნაგავი.

სოფიის პოლიციის შეფი, გეორგი ჰადჟიევი, ამბობს, რომ დაახლებით 20 პოლიციელზე მომიტინგეების მიერ დამიზნებულმა უცხო ნივთიერებამ იმოქმედა.

საზაფხულო შესვენების შემდეგ დღეს პირველი საპარლამენტო სესია გაიმართა. 

პარლამენტში პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ბორისოვის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. მან დეპუტატებს ასევე მოუწოდა, რომ უარი თქვან ახალი კონსტიტუციის გეგმებზე. 

"ახალი კონსტიტუციის არ ქონას ხალხი არ გამოუყვანია ქუჩაში, არამედ მთავრობაში მორალის არქონამ, სახელმწიფოებრივმა ეროზიამ და კორუფციამ [გამოიყვანა]". – თქვა მან

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ მზადაა, თანამდებობიდან გადადგეს, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის გეგმას, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ბორისოვი ამბობს, რომ სურს, საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდეს.

სავარაუდოდ, ის საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს. მომიტინგეებს და ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბორისოვის ეს შემოთავაზება თანამდებობაზე მის დიდხანს დარჩენას ემსახურება. 

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებია.

 

იმის საჩვენებლად, რომ მთავრობა კერძო ინტერესების გავლენის ქვეშ არ მოქმედებს, მან რამდენიმე მინისტრი გაათავისუფლა, თუმცა კადრების შეცვლამ ბულგარეთში არსებული კორუფციის გამო ბრაზი საზოგადოებაში ვერ დააცხრო.

ბორისოვი, რომელიც 2009 წლიდან არის ძალაუფლებაში, ამჟამად თანამდებობის დატოვებას არ აპირებს მომავალი წლის მარტის არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს მთავრობისა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტიც შეუერთდა.

მანამდე, ეროვნული დაცვის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩაატარა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი დააკავა. მომიტინგეები ამ ქმედებას პრეზიდენტ რუმან რადევზე თავდასხმად განიხილავენ, რადგან ის მთავრობას აკრიტიკებს.

ეროვნული დაცვის სამსახური (NSO) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შევიდა, რაც რადევმა NSO-ს მოუწოდა, რომ შეეწყვიტა აჰმედ დოგნანის დაცვა. აჰმედ დოგნანი ბიზნესმენი და პოლიტიკური პარტიის, მოძრაობა უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის (DPS) საპატიო თავმჯდომარე და ბულგარეთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.

ბულგარეთში ბევრი თვლის, რომ DPS ქვეყნის სასამართლო სისტემას აკონტროლებს, მათ შორის პროკურატურას.

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს ბულგარეთში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა შავი ზღვის სანაპიროზე, ბურგასთან. მომიტინგეები საჯარო სანაპირო ზოლზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც აჰმედ დოგანის სახლია. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დოგანის დამცველმა ეროვნული დაცვის სამსახურმა ლიბერალური პარტიის ლიდერი სანაპირო ზოლზე არ დაუშვა. პრემიერმინისტრის პარტია GERB-ში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი რადევი ცეცხლს უნთებს პოლიტიკურ კრიზისს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები