საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამართული მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ქართველი ფეხბურთელები ესტონეთიდან 3 ქულით ბრუნდებიან. გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა.
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.
ეფას გადაწყვეტილებით ერთა ლიგის ყველა შეხვედრა მიმდინარე თვეში მაყურებლის გარეშე ჩატარდება.