Edison Research

Edison Research: ვის მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში - მელია 52%, კობიაშვილი 33%

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ნიკა მელია, ენმ - 52%;
  • ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნება - 33%;
  • გიგლა მიქაუტაძე, ლელო - 12%.
  • ლაშა გიორგაძე - ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი - 2%;
  • სანდრო ბრეგაძე - ქართული მარში - 1%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები