ნავალნის მოწამვლა

გერმანიამ ნავალნის საქმეზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას დახმარება სთხოვა

0 კომენტარი

გერმანიამ ნავალნის საქმისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) დახმარება სთხოვა:

"ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკურმა მდივანმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისგან მიიღო თხოვნა ტექნიკური დახმარების შესახებ".

მათივე განცხადებით, ორგანიზაციის ექსპერტებმა ნავალნისგან ნიმუშები აიღეს, რათა OPCW-ს ლაბორატორიებში ანალიზი ჩატარდეს. 

ტესტის შედეგებს გერმანიას გაუზიარებენ. 

11 სექტემბერს Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან (OPCW) დელეგაცია 5 და 6 სექტემბერს ეწვიოს ბერლინის კლინიკას, სადაც ამჟამად ნავალნის მკურნალობენ. 

4 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

17 სექტემბერს ნავალნის გუნდში თქვეს, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

რა არის ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები