ალექსეი ნავალნის მოწამვლა

შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლა დაადასტურეს

0 კომენტარი
ალექსეი ნავალნი

დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა შვედეთსა და საფრანგეთში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლა დაადასტურეს.

გერმანიის მთავრობის სპიკერის, შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, ნავალნის ანალიზები გამოკვლევისთვის ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასაც გადაუგზავნეს.

ბერლნში შარიტეს კლინიკის სამხედრო ექიმები პირველები იყვნენ, ვინც ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ განაცხადეს.

"ქიმიური იარაღის ორგანიზაციის გამოძიებისგან დამოუკიდებლად სამმა ლაბორატორიამ ბატონი ნავალნის მოწამვლის მიზეზად სამხედრო ნერვული აგენტი დაასახელა". – განაცხადა ზაიბერტმა.

მთავრობის სპიკერმა რუსეთის ხელისუფლებას შემთხვევის განმარტებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ალექსეი ნავალნი ახლა გერმანიაში მკურნალობს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზენავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გერმანელმა ექიმებმა 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა. თავდაპირველად მას რუსი ექიმები ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერული აგენტთ მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი. ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს  შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის ნოვიჩოკის პროგრამის შესახებ  და გამოიძიოს მომხდარი. ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

რუსეთი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები