კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - მესამე

CNN

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ეს ბოლო 24 საათში COVID 19-თან დაკავშირებული მესამე ლეტალური შედეგია. გარდა ამისა, აფხაზეთიდან გადმოყვანილი კიდევ ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა 20 სექტემბერს.

"სამწუხაროდ, დაემატა. იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილი ასევე არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და მკურნალობდა თბილისში, ერთერთ საავადმყოფოში". – თქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 23 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1574 გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები