სწავლის დაწყება

1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ნაწილი სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებს

0 კომენტარი
ფოტო: thedailysheeple.com

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ნაწილი სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებს. 

გადაწყვეტილება ეხება ოთხ ქალაქს - თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს.

"ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ელი ოქტომბრიდან, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. 

ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში. 

იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან გრძელდება სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ დისტანციური მოდელი. 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა." - თქვა მეზვრიშვილმა.   

ასევე, განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეცმასწავლებლებთან ერთი-ერთზე შეხვედრების საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება, აჭარის სკოლების გარდა, ყველა სკოლას შეეხება.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები