აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატების შემდეგ კომისია ფორმატის შეცვლას განიხილავს

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი
AP

აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების კომისიამ გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული პირველი დებატების შემდეგ ფორმატს შეცვლის, რათა შემდეგმა დისკუსიებმა უფრო ორგანიზებულად ჩაიაროს.

ახალ ზომებს შორის შეიძლება იყოს კანდიდატებისთვის მიკროფონის გათიშვა, რათა ოპონენტს საუბარი არ გააწყვეტინოს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა უკვე გააკრიტიკა კომისიის გეგმა.

საქმე ისაა, რომ ტრამპმა ბაიდენს სიტყვა 70-ზე მეტჯერ გააწყვეტინა, საბოლოოდ კი ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა მოქმედ პრეზიდენტს უთხრა, მოეკეტა.

დებატები 6-, 15-წუთიან ნაწილებად იყო დაყოფილი და შემდეგ თემებს შეეხებოდა: კორონავირუსის პანდემია, უზენაესი სასამართლო, წინასაარჩევნო მარათონი, სამართლიანი არჩევნები, ეკონომიკა და კანდიდატების ისტორია.

დებატებზე ტრამპს და ბაიდენს ერთმანეთის მიმართ სალანძღავი სიტყვები არ დაუშურებიათ. ბაიდენმა პრეზიდენტს "კლოუნი" და "პუტინის ლეკვი" უწოდა, ტრამპმა კი ბაიდენის გონიერება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და შვილის ნარკოდამოკიდებულება გაახსენა.

ვრცლად პირველი დებატების შესახებ წაიკითხეთ აქ.

ტრამპსა და ბაიდენს შორის კიდევ ორი დებატები გაიმართება 15 და 22 ოქტომბერს. მანამდე კი, 7 ოქტომბერს დებატები ჩატარდება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს, მაიკ პენსსა და კამალა ჰარისს შორის.

კომენტარები