კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 211 – გამოჯანმრთელდა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები